ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ძველი ქართული რეკლამა

გამოცემის წელი2018
გამომცემლობაარტანუჯი
რედაქტორიბუბა კუდავა

რძის ფქვილი „ნესტლესი“, ბენზინით მოძრავი ველოსიპედები, საღეჭი კამფეტი – „გუმმი პეპსინი“, ფხვნილი თმის და ბალნის მოსაცილებლად, საქალებო მაღაზია პორტუგალოვისა, სრულიად უშიშარი შვედური სპიჩკები, საკერავი მაშინები „ზინგერისა“, თუთიყუშები სტამბოლიდგან და ოქროს ფერი თევზები, ფრენა ჰაეროსტატით – მართალია, რეკლამამ ხასიათი იცვალა, მაგრამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, რეკლამის დამკვეთები მედიას ისევე აქტიურად იყენებდნენ, როგორც დღეს.
ამ წიგნში თავმოყრილი, დღევანდელი გადმოსახედიდან – თითქოს გულუბრყვილო სარეკლამო განცხადებები, იმ პერიოდის წამყვანი ბეჭდური გამოცემებიდან, გაზეთ „ივერიიდან“ და „ცნობის ფურცლიდანაა“ ამოკრებილი. წიგნში თავმოყრილი უნიკალური მასალა, ჩვენი წინაპრების რეკლამისადმი დამოკიდებულებასა და საუკუნის წინანდელ ტენდენციებს ასახავს.