ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებით ნაშრომში შესწავლილია იბერიულ-კავკასიურ ენათა ერთ-ერთი სპეციფიკური კატეგორიის – გრამატიკული კლასების განვითარების დინამიკა ცალკეულ ჯგუფებში და ზოგადი პერსპექტივის სახით – მთელს ამ ენათა ოჯახში. გრამატიკული კლასების ევოლუციასთან დაკავშირებით ნაჩვენებია პიროვანი უღვლილების ჩასახვისა და განვითარების ძირითადი კანონზომიერებანი იბერიული-კავკასიურ ერათა ზმნაში.