ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მე და ჩემი წილი მამა

გამოცემის წელი2015
გამომცემლობაარტანუჯი
რედაქტორიირმა ჩინჩალაძე

,,ამ წიგნის უმთავრესი თავისებურება ის არის, რომ ეს წიგნი-აღსარებაა... ავტორი შემაცბუნებელი გულახდილობით მოგვითხრობს თავის თავზე, თავისიანებზე, ნაცნობ-მეგობრებზე, ანუ საბოლოო ჯამში – ცხოვრებაზე. იმ ტექსტთაგან, რომელთა მთავარი „პერსონაჟი“ ცხოვრება, ანუ, როგორც ძველად იტყოდნენ, საწუთროა, ეს წიგნი ერთი რამით გამოირჩევა – აქ არ არის წუწუნი ამა სოფლის და მისთა მდგმურთა არასრულყოფილების გამო – ამ წიგნის ავტორი ცხოვრების ინტერესიანი დამკვირვებელი და მახვილგონიერი კომენტატორია – ჩინებული მთხრობელი, განგებისაგან იუმორის ნიჭით დაჯილდოებული, რაც მას, ძნელცხოვრებაგამოვლილს, სასოწარკვეთილებისაგან იცავს და, დარწმუნებული ვარ, მკითხველის სიმპათიასაც მოაპოვებინებს" –ლევან ბრეგაძე.