,,გაბრიელ ჯაბუშანური და ლადო ბალიაური არხოტის თემის სოფელ ახიელში დაიბადნენ. ბედმა თუ ღვთის ნებამ ქართული სიტყვის ეს ორი მსახური საკმაო სისასტიკით გვემა და ამარტვილა მათი წილი საწუთოს გზა-ბილიკებზე. არც ერთს დახანდა თანდაყოლილი მწერლური ნიჭის სრული სიცხადით გამჟღავნება და არც მეორეს. მათი ცხოვრება სხვადასხვაგვარად წარიმართა და თბილისში ერთად ჩამოლეული სტუდენტობის წლები ყველაზე სანიაზო მოგონებად შემორჩა ორივეს... ერთი სიტყვით, გარე სამყაროსგან გაკიდეგანებული ხევსურეთის მტკავლისტოლა სოფელმა ორი ჭეშმარიტი შემოქმედი შემატა ქართულ მწერლობას".