წიგნი პირველწყაროების ანალიზის, ისტორიული პროცესების რეკონსტრუქციისა და მოდელირების და პროსოპოგრაფიულ მეთოდებზეა დაფუძნებული და ამდენად, მეთოდოლოგიური კუთხითაც სიახლეა ქართულ ისტორიოგრაფიაში. წიგნში განხილული ლურსმული ტექსტების კორპუსი მრავალი წლის მანძილზე იკვრებოდა. ეს რთული პროცესი იყო და მოითხოვდა არა მარტო ისტორიულ და ლინგვისტურ მომზადებასა და ცოდნას, არამედ ასევე განსხვავებული სკოლების წარმომადგენელი კოლეგების რჩევებს და კონსულტაციებს.