ნაშრომში განხილულია ანტონ პირველის ენათმეცნიერული კონცეფცია და ის როლი, რომელიც ითამაშეს ამ კონცეფციის ჩამოყალიბებაში ქართულმა ენათმეცნიერულმა ტრადიციამ, იტალიელ მისიონერთა გრამატიკულმა ნაშრომებმა, მხითარ სებასტაცის სომხურმა გრამატიკამ და თვითონ ანტონის ექვსწლიანმა მეცნიერულმა მოღვაწეობამ რუსეთში. ამასთან, ხაზგასმულია ანტონ პირველის „ქართული ღრამმატიკის“ მნიშვნელობა ქართული ენის კვლევის მეცნიერული სიღრმისა და ერთიანი ქართული სალიტერატურო ენის გრამატიკული და ორთოგრაფიული ნორმების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.