ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

დიდი გასეირნება ლიტერატურაში

გამოცემის წელი2019
გამომცემლობაარტანუჯი

„მწერალი არ წერს ერთ წიგნს! ის იმდენ წიგნს წერს, რამდენი მკითხველიც მის ნაწარმოებს წაიკითხავს და ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთხელ წაკითხულს რამდენჯერმე უბრუნდებიან, მწერლის დაწერილი წიგნების რიცხვი მისი მკითხველების რიცხვსაც კი აღემატება!.. წიგნებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლიათ და აკი ამიტომაც ებრძვიან დიქტატორები ლიტერატურას, ამიტომ უმორჩილებენ მწერლებს ცენზურას, ქმნიან მწერალთა კავშირებს, რათა მაქსიმალურად გაანეიტრალონ „სულის ინჟინრები“, როგორც სტალინი იტყოდა. დიქტატორებს შესანიშნავად ესმით ლიტერატურის საფრთხე –კარგ ლიტერატურაში ყოველთვის არის პატიოსანი აჯანყების მუხტი! ლიტერატურის ფუნქციაა, რომ მოვლენები იდეებად აქციოს, მწერალი კი, როგორც ფოლკნერი გვეუბნება, ვალდებულია ადამიანს სიმამაცე, ღირსება, იმედი, სიამაყე, თანაგრძნობა, სიბრალული და თავგანწირვა შეახსენოს, რაც წარმოადგენს კიდეც მისი წარსულის დიდებას. ლიტერატურა საზოგადოების სინდისია, მისი სული; მისი ყველა ჟანრი კარგია, გარდა მოსაწყენისა, როგორც ვოლტერმა თქვა. ლიტერატურა, უპირველეს ყოვლისა, სულის პურია...“ –ლევან ბერძენიშვილი.