წიგნის მიზანია, რომ მოზრდილი მკითხველი, რომელსაც რაიმე სპეციალური სამოქალაქო განათლება არ მიუღია, მისთვის გასაგებ ენაზე გაეცნოს ძირითად ცნებებს, ალტერნატიულ ხედვებს, ფაქტებსა და მოსაზრებებს; იგრძნოს და განიცადოს მოქალაქეობრივ მისწრაფებათა მღელვარება; გაუჩნდეს ადეკვატური დამოკიდებულებანი და ჩამოუყალიბდეს საკუთარი პიროვნული პოზიცია. ამისათვის საკითხავ ტექსტებს თან ერთვის სადისკუსიო კითხვები და სავარჯიშოები.