,,წინამდებარე მოგონებათა შემკრები ადამ ბექაური დაიბადა და გაიზარდა ერწო-თიანეთის სოფელ მაგრანეთში. 1970-იან წლებში ის მოესწრო იმ მოხუცებს, რომლებიც პირადად იცნობდნენ ვაჟა-ფშაველას, ზოგსაც მხოლოდ თვალით ენახა იგი, ხოლო ზოგს კიდევ უფროსების გადმოცემით ახსოვდა დიდ მგოსანთან დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი. ამ ამბებს ადამი თავისი ყურით ისმენდა და შემდეგ ქაღალდზე გადაჰქონდა უხუცესთა მონათხრობი. უნდა ითქვას, რომ ეს მოგონებები მარტო ერწოს ტერიტორიაზე არაა შეკრებილი. ნაწილი ჩაწერილია დუშეთსა და შატილში" – ტრისტან მახაური.