ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ახალი ადამიანი

გამოცემის წელი2014
გამომცემლობასაარი
რედაქტორიროსტომ ჩხეიძე

,,თანამედროვე ქართული კრიტიკული აზროვნება, მისი მთავარი ბირთვი - ყოველმხრივ მომზადებული და მიზანსწრაფული - იმ რანგის მოვლენაა, რომ მასთან მიახლოება, მის მდინარებაში გარევა, სხვა ყველაფერთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს ამ ასპარეზზე გამოსული ადამიანისაგან, რათა მართლა მის ნაწილად იგრძნო თავი. თუნდ მცირე, მაგრამ მაინც ნაწილად. და ამ გადასახედიდან განსჯიდე და აფასებდე მიმდინარე სამწერლო პროცესსაც და გარდასული ხანის ნაკლებად შესწავლილ ანდა სრულიად შეუსწავლელ ლიტერატურულ მოვლენებსაც; თანაც არამარტო ჩვენს მიწა-წყალზე შექმნილს, არამედ „ემიგრანტულ მწერლობად“ მონათლულსაც, რათა უკვე აღდგენილი ერთიანობა სულ უფრო მტკიცედ მკვიდრდებოდეს საზოგადოებრივ ცნობიერებაში. ეს თვალთახედვა მსჭვალავს მარინე გიგაშვილი-ცერცვაძის ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევების მრავალფეროვან კრებულს ,,ახალი ადამიანი“ და ამიტომაც იძენს განზოგადებულ შინაარსს მისი დაკვირვებანი ცალკეულ მწერლებსა თუ თხზულებებზე, იქნება ეს გიორგი მერჩულე თუ ვასილ ბარნოვი, გრიგოლ რობაქიძე თუ კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი თუ ლევან გოთუა, ოთარ ჩხეიძე თუ ნოდარ დუმბაძე, გურამ გეგეშიძე თუ ვანო ჩხიკვაძე... გრძნობ, რომ კრიტიკოსი და მკვლევარი თანამედროვე სალიტერატურო და საზოგადოებრივი ცხოვრების უშუალო მონაწილეა და მოსურნე ფასეულობათა ბუნებრივი, ძალდაუტანებელი გადაფასების" – როსტომ ჩხეიძე.