,,წიგნში თავმოყრილი ნარკვევების გმირები ღირსეულად აგრძელებენ წინაპართა ნაანდერძევს - საკუთარი შრომა-გარჯით, ამა თუ იმ სფეროში მოღვაწეობით საკუთარი წვლილი შეაქვთ სამშობლო ქვეყნის ბედნიერი მომავლის შენებაში, მის გაძლიერება აყვავებაში. წიგნზე მომუშავე ჯგუფის მიზანი საზოგადოებისთვის იმ ადამიანების დღემდე გამოვლილი ცხოვრების გზის, ნაღვაწ-ნამუშაკევის გაცნობა იყო, რომლებმაც საქმიანობა-მოღვაწეობისთვის არჩეულ სფეროში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, საკუთარი წვლილი შეიტანეს და დღესაც შეაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლა-აყვავების საქმეში და საზოგადოების, ხალხის მადლიერება, აღიარება და პატივისცემა დაიმსახურეს" – მანანა გელაშვილი.