ნაშრომის მიზანია შუა საუკუნეების წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ნაჩვენები იქნას ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპების სურათი, აგრეთვე მისი უფლება-მოვალეობები ყოველდღიური ცხოვრების გარკვეულ სიტუაციებში. ამისათვის ავტორი იყენებს როგორც ქართულ, ასევე ქართულად თარგმნილ საკანონმდებლო ძეგლებს, ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურას, საისტორიო მწერლობის ძეგლებს, ისტორიულ დოკუმენტებს და სხვ.