წიგნში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ჩამოყალიბების ეტაპები, ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის მიზნები და ამოცანები, რეგიონული პოლიტიკის რეგულირება ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკის ფინანსური ბაზა და ევროკავშირის გაფართოებით გამოწვეული ცვლილებები. ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირის სივრცით (ტერიტორიულ) მოწყობასა და რეგიონების კონკურენტუნარიანობის ინდიკატორებზე, აგრეთვე ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხებსა და კოჰეზიის პოლიტიკაზე, ევროკავშირის ქვეყნების მთიანი რეგიონების განვითარების გამოცდილებაზე, სამოქალაქო აქტორების ჩართულობის ევროპული პრაქტიკაზე და სხვ.