ნაშრომში შესწავლილია საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის დამკვიდრების პერიოდში საეროვნებათაშორისო ურთიერთობის თავისებურებანი საქართველოს სამრეწველო საწარმოებში. ნაჩვენებია მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის უნიკალური ტრადიცია. გარკვეულია ეთნიკური დაპირისპირება და უთანხმოების გენეზისი და შედეგები. აღნიშნულია 1937 წლის მასობრივი რეპრესიების ზეგავლენა საეროვნებათაშორისო ურთიერთობის პროცესზე.