ახალი დროის ფილოსოფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, რენე დეკარტის მოძღვრებამ დიდწილად განსაზღვრა მომდევნო პერიოდის დასავლეთ ევროპის ფილოსოფიური აზროვნება; საფრანგეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში კარტეზიანიზმი მნიშვნელოვან ფილოსოფიურ სკოლად ჩამოყალიბდა. დეკარტის მეტაფიზიკა XVII-XVIII საუკუნეების იდეალიზმის საფუძველი შეიქნა, ხოლო ფრანგულ მატერიალიზმს დასაბამი დეკარტის მექანიკური ფიზიკიდან მიეცა. წიგნში შესულია დეკარტის ხუთი ტრაქტატი. ამ გამოცემისათვის თავიდან გადამუშავდა ოთხი ტრაქტატი: „მსჯელობა მეთოდის შესახებ“, „მეტაფიზიკური მედიტაციები“,„ფილოსოფიის საწყისები“, „სულის ვნებანი“, ასევე ქართულ ენაზე პირველად შესრულდა თარგმანი ტრაქტატისა „წესები გონების წარმართვისათვის“.