,,სერიოზული შეშფოთება ადამიანის ფსიქიკაზე ყოვლისმომსპობი, ღრმად მოფიქრებული და ნაბიჯ-ნაბიჯ განსახორციელებელი სახელმწიფოებრივი ძალადობის გამო - ასეთია ახალგაზრდა მწერლის, ზაზა ენუქიძის საინტერესო მოთხრობის თემა. არმიული ყოფის შემზარავი, მართალი სურათი სიუჟეტის კონკრეტულ სივრცულ და დროულ არეალში არ თავსდება. ჩვენი წარმოდგენები არმიული ცხოვრების საშინელებაზე გადაინაცვლებს პიროვნებისა და ტოტალიტარული სახელმწიფოს ურთიერთობათა სიბრტყეზე" – მანანა კვაჭანტირაძე.