ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

პაიკის ტაგმემიკური თეორია და მისი ანთროპოცენტრულ-კულტუროცენტრისტული განზომილება

გამოცემის წელი2005

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია კ. ლ. პაიკის ტაგმემიკური თეორიის ანთროპოცენტრისტულ-კულტუროცენტრისტული ინტერპრეტაცია, რაც სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩენს ცნობილი ამერიკელი ლინგვისტის საენათმეცნიერო მოძღვრების ღირებულებას. ნაშრომში პირველად ხდება ლინგვოკულტუროლოგიის, როგორც თანამედროვე ლინგვისტიკის დომინანტური მიმართულებისა და კ. ლ. პაიკის საენათმეცნიერო მოძღვრების, უფრო ზუსტად კი მისი ანთროპოლოგიის ურთიერთმიმართების განსაზღვრა, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ლინგვოკულტუროლოგიური პრობლემატიკის შემდგომ გაღრმავებას და განვითარებას. შემოთავაზებული პრინციპები და მიღებული შედეგები შეიძლება დაინერგოს ისეთ კურსებში, როგორებიცაა ენის თანამედროვე თეორია, ლინგვისტური კულტუროლოგია, თანამედროვე ლინგვისტიკის ისტორია. გარდა ამისა, დიდია მისი მეთოდური ღირებულებაც, რადგან შესწავლილი ლინგვისტური თეორიის დატვირთვა ასევე მოიცავს უცხო ენების სწავლების დახვეწას და ამ კუთხით ახალი მეთოდების დამკვიდრებას.