2113 წელი. ახალგაზრდა დემნა ციციშვილი სიკვდილის წინ კოსმოსში გადასახლებულ მამას ეცნობა და მთელ თავის განვლილ ცხოვრებას უყვება, რათა მისი ისტორია ახალი სამყაროს ახალი ადამიანებისთვის დავიწყებას არ მიეცეს. მამა-შვილის პირველ და უკანასკნელ დიალოგში იშლება თბილისის პრეაპოკალიპტური ისტორია, სადაც ყველაფერი მეცნიერულ ბაზისზე დაფუძნებული რელიგიით იმართება.