„დიპლომატია“ კისინჯერის ყველაზე მონუმენტური ნაშრომია, რომელშიც ის ღრმად აანალიზებს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიას და ხსნის სახელმწიფოების ქცევის მიზეზებსა და პრინციპებს. მიუხედავად მკითხველის მრწამსისა და კისინჯერის ფიგურისადმი დამოკიდებულებისა, „დიპლომატია“ პრაქტიკულად სავალდებულო საკითხავია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები და ისტორია.