ნაშრომში ნარატიული წყაროების, ეპიგრაფიკული და არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე განხილულია ანტიკური პოლისის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის საკითხები. გაშუქებულია ანტიკური პოლისის ფორმირებისა და განვითარების პროცესები, დიდი ბერძნული საკოლონიზაციო მოძრაობის აქტივობის ეტაპები, ნაჩვენებია პოლისური ეკონომიკის, სოციალური სტრუქტურის, მართვის სისტემების ჩამოყალიბებისა და მათი განვითარების პროცესების, პოლისური კონტაქტების, იმპერიისა და პოლისის ურთიერთმიმართების ასპექტები და სხვ.