ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ

მთარგმნელიგია გელაშვილი
გამოცემის წელი2005
გამომცემლობაარტანუჯი

ცნობილი გერმანელი მეცნიერი და მოგზაური ედუარდ აიხვალდი კავკასიაში 1825-1826 წლებში იმყოფებოდა. მან თითქმის მთელი საქართველო მოიარა და დაწვრილებითი აღწერა დაგვიტოვა. მისი ცნობები შეიცავს უაღრესად საინტერესო და ყურადსაღებ მასალას XIX საუკუნის პირველი მესამედის საქართველოს ისტორიის შესასწავლად. აიხვალდი ეხება ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას, ეკონომიკურ ვითარებას; გვთავაზობს მინერალოგიურ, ბოტანიკურ გამოკვლევებს; ხშირად იძლევა ეთნოგრაფიულ ჩანახატებს, ახასიათებს ხალხის ჩვეულებებს; აგვიწერს ქალაქებს, სოფლებსა და ეკლესიებს; გვესაუბრება სავაჭრო გზებსა და ურთიერთობებზე; გვაცნობს მრავალ სამოქალაქო თუ სამხედრო მოღვაწეს, იმ ისტორიულ პირებს, რომლებთანაც მას უხდებოდა ურთიერთობა; აიხვალდს აინტერესებს აგრეთვე გავრცელებული ავადმყოფობები და მათი მკურნალობის წესები.