ვერა ბარდაველიძის ეს ნაშრომი საუკეთესო მაგალითია ქართველთა რელიგიური სისტემის მეცნიერული შესწავლისა. იგი
კვლევის საუკეთესო ნიმუშია, გამოირჩევა მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, მაღალი პროფესიული დონით.ამ ნაშრომში, სვანეთის ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე, ახსნილია ბარბარობის არსი, გამოვლენილია ბარბარეს ფუნქცია, მისი კავშირი ძველი აღმოსავლეთის რელიგიურ კულტებთან. იგი ასტრალური ბუნების, კერძოდ, მზის უძველეს ღვთაებად არის მიჩნეული.