ნაშრომში ისტორიულ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შესწავლილია XVII-XVIII სს. დასავლეთ საქართველოში მიმდინარე სავაჭრო, ფულად-სასაქონლო პროცესები. XVIII ს. II ნახევარში საქართველოში იქმნება ერთიანი ეროვნული ბაზარი. დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში შეიმჩნევა ფეოდალური ურთიერთობების რღვევის ნიშნები.