ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ანუნაკები

გამოცემის წელი2021
გამომცემლობაზოლიანი კატა

ანუნაკები პლანეტა ნიბირუდან არიან. მათი ენერგიის მთავარი წყარო ოქროა. ოქროს მოსაპოვებლად ღმერთები დედამიწაზე ადამიანების ცივილიზაციის შექმნას გადაწყვეტენ. ნუთუ საბადოებზე, დღედაღამ აუტანელ სიცხეში მონურად მომუშავე ადამიანებს ეყოფათ ძალა, რომ ანუნაკებს აუჯანყდნენ და თავისუფლება მოიპოვონ? მათი შველა მხოლოდ ნისაბას შეუძლია, ცხრა წლის დედამიწელ გოგონას, რომელსაც ღმერთების სისხლი ურევია, თუმცა თვითონ ამის შესახებ არაფერი იცის. ნისაბა სულ პატარა იყო, როცა ღმერთებმა დედა მოსტაცეს, მარტო დარჩენილი მამა კი მას „სინათლის მეომრად“ ზრდიდა. ნისაბას ტირან მარდუქზე შურისძიების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს. ირაკლი კეიდიამ ხატვა და წერა სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ დაიწყო. ავტორი გატაცებულია თეორიებით უძველესი ასტრონავტი ღმერთების შესახებ და მათგან მიღებულ შთაგონებას მხატვრული ფორმით უზიარებს მკითხველს. „ანუნაკები“ ირაკლი კეიდიას პირველი გრაფიკული რომანია.