დავით მაზიაშვილის მონოგრაფია ეძღვნება უილიამ შექსპირის რეცეფციას პოსტმოდერნისტულ ინგლისურ პროზაში, დრამატურგიასა და ინგლისურ და ქართულ თეატრში. კერძოდ, ნაშრომში შესწავლილია თანამედროვე ინგლისელი მწერლების ენჯელა კარტერის, იან მაკიუენის, ედუარდ ბონდის და ჰოვარდ ბარკერის შემოქმედება. აგრეთვე, მონოგრაფიაში გააზრებულია თანამედროვე დასავლეთის სოციო-პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში თანამედროვე ინგლისელი და ქართველი რეჟისორების მიერ ლონდონის და ქართულ თეატრებში დადგმული შექსპირის შემოქმედების უახლესი ინტერპრეტაციები.