წიგნი დაუჯერებელი სიუჟეტით იპყრობს ყურადღებას: წყნარ ოკეანეში გემის ჩაძირვას გადარჩენილი 16 წლის ინდოელი ბიჭი ბენგალურ ვეფხვთან ერთად მაშველ ნავზე აღმოჩნდება. აქედან იწყება ხანგრძლივი და მღელვარე თავგადასავალი, რწმენის, მეცნიერული ცოდნის, იუმორისა და გაბედულების საინტერესო ნაზავი, რომელსაც მოულოდნელი დასასრული აქვს.