ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის სასულიერო შინაარსის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა

გამოცემის წელი2016
გამომცემლობამერიდიანი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში (1818-დან 1930 წლამდე – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სააზიო მუზეუმი, 1930–დან 2007 წლამდე – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ლენინგრადის, შემდგომში სანქტ–პეტერბურგის ფილიალი) ინახება ქართულ ხელნაწერთა უნიკალური კოლექცია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესწავლისათვის. 2016 წლის მონაცემებით ქართულ კოლექციაში 558 ხელნაწერია დაცული.