წიგნში მოთხრობილია XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნეების დასაწყისის ქართლში მცხოვრები ხუთი დიდი ტრადიციული ოჯახის შესახებ, რომელთა ისტორიის გაცნობისას მკითხველი ნათლად წარმოიდგენს იმ დროისათვის საქართველოში ცნობილი მოღვაწეების: სარდიონ და მაკინე ამირეჯიბების, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილისა და დარია ერისთავის, ნიკო დიასამიძის, დიმიტრი ვეზირიშვილის, ვასილ სუმბათაშვილისა და იმ დროის ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა თუ მწერლების ურთიერთობათა ისტორიებს, ამ ოჯახების კავშირებს მელიტონ ბარათაშვილთან, ილია ჭავჭავაძესთან, ივანე მაჩაბელთან, აკაკი წერეთელთან, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინთან და სხვებთან.