წიგნში განხილულია სამგზავრო საავტომობილო გადაყვანების ორგანიზაციასა და მართვასთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხები. მასში მოცემულია სამგზავრო საავტომობილო ტრანსპორტის კლასიფიკაცია, მგზავრების გადაადგილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მგზავრთნაკადების შესწავლის, მარშრუტების დაწესებისა და სამარშრუტო ქსელის აგების პრინციპები, სრულადაა წარმოდგენილი სამგზავრო გადაყვანების და მარშრუტების სახეები. მათი სპეციფიკა, მსუბუქი ტაქსებით მგზავრთა გადაყვანა, ავტოვაგზლების და ავტოსადგურების სტრუქტურა და ფუნქციები. სათანადო ყურადღება ეთმობა მოძრავი შემადგენლობის სატრანსპორტო მუშაობას და მისი გაზომვის საფუძვლებს; ავტობუსების მწარმოებლურობას, სამგზავრო გადაყვანათა თვითღირებულებას, მძღოლთა შრომისა და დასვენების რეჟიმებს, ტარიფებს და საბილეთო სისტემის ორგანიზებას.