ნაშრომში აღწერილია ადამიანისა და გარემოს ურთიერთობა ბოლო საუკუნის მანძილზე. ტრადიციული ეკოლოგიის ძირითადი პრინციპების მოკლე დახასიათების შემდეგ, მასში ასახულია ანთროპოგენური ფაქტორის განვითარების ხელშემწყობი მიზეზები, გარემოს დაბინძურების ანთროპოგენური წყაროები; დახასიათებულია ატმოსფეროს ქიმია, ზედაპირული წყლების ცვლილებები ანთროპოგენური ფაქტორის გავლენით. სპეციალურ თავებში აღწერილია ცოცხალი სამყაროს თანამედროვე მდგომარეობა (ბიომრავალფეროვნება, ფლორა, ფაუნა), ენერგეტიკული რესურსები და გარემო, სოფლის მეურნეობის ეკოლოგიზაციის საკითხები და სხვ.