ნაშრომში წარმოდგენილი კვლევის მიზანია საპენსიო პოლიტიკის ალტერნატივების გაანალიზება და საქართველოსთვის ოპტიმალური საპენსიო სისტემის შერჩევა. ასევე განხილულია ქვეყანაში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის მიზანშეწონილობა, როგორც პენსიონერთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება; გამოვლენილია მოქმედ საპენსიო სისტემაში არსებული პრობლემები – მათი აქტუალობა და სიმწვავე; დასახულია პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები; წარმოდგენილია რეკომენდაციები შერჩეული ალტერნატივის განსახორციელებლად.