ნაშრომი ეძღვნება საქართველოს ძველთაძველი ქალაქის – ქუთაისის წარსულის ამსახველ წყაროთა შესწავლას. წიგნში თავმოყრილი და გაანალიზებულია ბერძენ და რომაელ ავტორთა ცნობები ქართველ ტომთა ძველი გაერთიანების –კოლხეთის (ეგრისი) ცენტრალური ქალაქის, ქუთაისის შესახებ.