წინამდებარე წიგნი განიხილავს ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან თემებს. წიგნში პრობლემატიზებულია ტექსტის თეორიასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. ამასთან ნაშრომი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ლიტერატურის მარადიულ ღირებულებებს, მის შთამაგონებელ ზემოქმედებას და ძალას, რომელიც უჩვეულოს გაზიარების შედეგად გვეუფლება. დიალოგი ტექსტთან თუ ტექსტთა შორის დიალოგში ჩართვა (ტექსტის ვიწრო და ფართო მნიშვნელობის გათვალისწინებით), გვეხმარება არა მარტო უკეთ გავიგოთ ლიტერატურა, არამედ შევიცნოთ საკუთარი თავი და სინამდვილე, რომელშიც ვარსებობთ.