"მეცხრამეტე საუკუნის ქართულმა მწერლობამ ბრძოლა გააჩაღა არა მარტო ეროვნული თავისუფლების მოპოვებისათვის, არამედ ორმოცდაათიანი წლებიდან იმ ღრმა სოციალური უფსკრულის, წინააღმდეგობის მოსპობისათვის, რომელიც მაშინდელ კლასებს შორის არსებობდა. მასში აისახა ის დიდი სოციალური პროცესები, კონფლიქტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა გაბატონებულ ხელისუფლებასა, კლასებსა და ხალხს შორის".