წიგნში განხილულია საქართველოს მევენახეობის ზონის ძირითადი ნიადაგების გენეზისური თავისებურებანი და მათი შესაბამისობა ნიადაგების რესურსების მსოფლიო საცნობარო ბაზასთან (WRB), ნიადაგების ნაყოფიერების შეფასება და მართვა, ძირითადი აგროქიმიური პარამეტრები; დახასიათებულია ვაზის მიწისქვეშა და მიწისზედა მავნებლები, ვაზის დაავადებები, მათ შორის სოკოვანი, ბაქტერიული, ვირუსული და არაინფექციური; ასევე განხილულია მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა სისტემა. აგროეკოლოგიური თვალსაზრისით გაშუქებულია ნიადაგის ეროზიის, რადიაციითა და მძიმე ლითონებით დაბინძურების საკითხები.