ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ეკოლოგიის თანამედროვე საკითხები

წიგნის I ნაწილში აღწერილია ფუნდამენტური ეკოლოგიის ძირითადი ცნებები, ცოცხალი ორგანიზმებისა და გარემოს ურთიერთობის ზოგადი პრინციპები, აგრეთვე ბიოსფეროში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესები და ეკოლოგიის როლი მათ შესწავლაში, ცოცხალ ორგანიზმთა გარემოსთან შეგუების გზები და მექანიზმები, ენერგიის გავრცელების სპეციფიკა კვებით ჯაჭვებში. II ნაწილში განხილულია საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების განვითარების ისტორიული ასპექტები, გარემოს უარყოფითი ცვლილების გავლენა ცოცხალ სისტემებზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისის არსი და ზოგიერთი პარამეტრი, აგრეთვე გლობალური ანთროპოგენური მოვლენები და გარემოს დაცვის ეკოლოგიური პრინციპები. სპეციალურ თავებში აღწერილია 21-ე საუკუნის რეალური და ზოგიერთი სავარაუდო სამომავლო პრობლემა, თანამედროვე სოციალური საკითხები და მათი კავშირი გარემოს ცვლილებასთან.