წიგნში ანატოლ ფრანსისათვის დამახასიათებელი ნატიფი ირონიით მოთხრობილია როგორ შეისხეს ხორცი მოჯანყე ანგელოზებმა, როგორ ეპირებიან დაამხონ ბებერი დემიურგი იეჰოვა და სამყაროს ტახტზე დააბრძანონ სატანა, რომელიც აქ ტრადიციულ ეშმაკად კი არაა წარმოდგენილი, თავისუფლების მომტანი ცოდნის, პოზიტიური ჯანყის სიმბოლოდ გვევლინება.