წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია, სტუდენტებს მისცეს მყარი საბაზო ცოდნა ლიტერატურათმცოდნეობის შესახებ. იგი დაეხმარება მათ ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ასპექტების სისტემატიზაციაში, სიტყვაკაზმული მწერლობის არსის ღრმად გააზრებასა და შემეცნებაში, მხატვრული ნაწარმოების ძირითადი ასპექტების, მისი ჟანრული სპეციფიკის, მხატვრული მეთოდის, სტილის გაანალიზებაში, ტექსტოლოგიური პრობლემების, ლექსთწყობის საკითხების და სხვა შესწავლაში.