მეცხოველეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ისტორიული და ტრადიციული დარგია. მეცხოველეობის წარმოებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ისტორიულ-სოციალური მოვლენა, რასაც მომთაბარეობა ეწოდება, ანუ პირუტყვის ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის ალპურ საძოვრებზე გადარეკვა, რასაც ტრადიციულად პირუტყვის გადასარეკი ტრასები ემსახურებოდა. ნაშრომში შესწავლილია პირუტყვის გადასარეკი სახელმწიფო ტრასის და მისი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა.