წიგნში განხილულია საქართველოში მეთხეობის განვითარების ბუნებრივ-სამეურნეო პირობები წარმოდგენილია საქართველოში მეთხეობის დარგში არსებული მდგომარეობა, თხის გავრცელებული პოპულაციები, მათი ექსტერიერული თავისებურებანი და პროდუქტიული მაჩვენებლები. დეტალურად არის დახასიათებული თანამედროვე მეგრული თხა, მისი კონსტიტუციურ-პროდუქტიული ტიპები. დამუშავებულია მეთხეობის განვითარების პერსპექტივები დარგის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიით.