წინამდებარე წიგნი არის სირიული ლიტერატურის ისტორიის შესწავლისა და კვლევის პირველი მცდელობა ქართულ აღმოსავლეთმცოდნეობაში. ის ითვალისწინებს ცნობილ სირიელ მწერალთა თხზულებებს, ვინც შექმნა და მემკვიდრეობით გადასცემდა სირიულ ლიტერატურულ ტრადიციას,რომელსაც ასაზრდოებდა, ერთი მხრით, არამეული, ხოლო მეორე მხრით, ბერძნული კულტურული ნაკადი.