მონოგრაფიაში წარმოდგენილია სოციალისტური რეალიზმის თეორიული ისტორია ქართული ლიტერატურის მაგალითზე, მისი
ჩასახვა-განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები, ზოგადტიპოლოგიური ნიშნები და სპეციფიკური მახასიათებლები; გაანალიზებულია ის ისტორიული და ესთეტიკური წინაპირობები, რომლებმაც განსაზღვრა ქართული სოცრეალიზმის ლიტერატურისათვის დამახასიათებელი თავისებურებების წარმოშობა.