,,მე მეცხვრის შვილი ვარ. ეროვნებით ქართველი. ჩემი სამშობლო – საქართველოც 1921 წლიდან, როგორც საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, კომუნიზმის საცდელ ნიადაგად გადაიქცა. ამ დღიდან ჩემ ხალხთან ერთად მეც ვცხოვრობდი, განვიცდიდი ბოლშევიზმის შიშველ სინამდვილეს და მხოლოდ შემდეგ 1929 წელს გადმოვიხვეწე საქართველოდან იმ მიზნით, რომ ამ საშინელ იდეებით დაავადებულთა ბატონობით დარბეულ და აწიოკებულ ადამიანთა მწარე ტკივილები ამელაპარაკებინა... ამიტომ მოგონებას-კი არ მივმართე, არამედ რომანის მასალად უშუალოდ კომუნისტური სინამდვილე ავიღე და შემოქმედების სინათლის ქვეშ ისე დავდე, რომ სინამდვილე თუ იქ არის, აქ მისი ჩრდილი მაინც გამოსულიყო" – ინდო ინასარი.