რომანში ასახულია 1930-იან წლებში ამერიკის სამხრეთული შტატის გუბერნატორის, ვილი სტარკისა და მისი ამალის ცხოვრება. ვილი სტარკის პროტოტიპი იყო ჰიუ ლონგი, რომელიც 30-იან წლებში ლუიზიანას გუბერნატორი, შემდეგ აშშ-ის სენატორი, ხოლო შემდეგ პრეზიდენტობისთვის მებრძოლი იყო. ნაწარმოების მიხედვით ფილმები გადაიღეს 1949 და 2006 წლებში. 1949 წლის ვერსიამ მიიღო ოსკარი საუკეთესო სურათისთვის.