,,თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის განსვენებული პროფესორი პანაიოტის კ. ქრისტუ მიჩნეულია XX საუკუნის ერთ-ერთ მეწინავედ ბერძენ პატროლოგთა შორის. პატროლოგიის დარგში მისი თხზულებები მეტად მნიშვნელოვანია, ხოლო წვლილი – აღუნუსხავი, რაც მოიცავს პატრისტიკული შრომების მრავალტომიანი გამოცემების რედაქციებს, განსაკუთრებით, წმ. გრიგოლ პალამას თხზულებათა კრიტიკულ გამოცემებს. პანაიოტის კ. ქრისტუს ბერძნული პატროლოგია 5 ტომად! დაიწერა ბერძნულ ენაზე, რომელიც მოიცავს 3300 გვერდს. ნაშრომი (ბერძნული პატროლოგია) წარმოადგენს მთელს მსოფლიოში პატროლოგიის გამორჩეულ სახელმძღვანელოს, რომელიც სხვა შრომებს თავისი მრავლისმომცველობით აღემატება" – ჯორჯ დიონ დრაგასი.