ებრაული წარმომავლობის ამერიკელ მწერალ სოლ ბელოუს, მისმა ადრეულმა ნამუშევრებმა მეოცე საუკუნის მოწინავე რომანისტის რეპუტაცია მოუტანა და სიკვდილამდე ფართოდ იყო აღიარებული, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ცოცხალ რომანისტ მწერლებს შორის. სოლ ბელოუს 1975 წელს პულიცერის, ხოლო 1976 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა. ამასთან იგი ერთადერთი რომანისტი მწერალია, რომელმაც ეროვნული პრემია სამჯერ მიიღო და ექვსჯერ იყო წარდგენილი ამ პრემიაზე. მათ შორის ერთ-ერთი 1971 წელს მას რომანისთვის "მისტერ სამლერის პლანეტა" გადაეცა. ჯოის კეროლ ოუტსი წერდა, რომ ის აღტაცებული იყო "მისტერ სამლერის პლანეტის" ფინალით, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ გვიბიძგებს დაუყოვნებლივ ხელახლა წავიკითხოთ მთელი რომანი, რადგან ჩვენ კითხვის პროცესში შევიცვალეთ, და მხოლოდ მის ფინალამდე მისვლის შემდეგ ვართ მზად წიგნის კითხვა დავიწყოთ.