რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით და მხარდაჭერით გამოცემულ წინამდებარე წიგნში ძვ.წ. V- ახ.წ. IV საუკუნეების საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე მოპოვებული იარაღ-საჭურველი: შუბი, სატევარი, ცული, მშვილდ-ისარი, მუზარადი, ჯაჭვ-ჯავშანი, ფარი და სხვა. შესწავლილია სტატისტიკურ-ტიპოლოგიურად, სისტემური ანალიზის მეთოდის გამოყენებით; არქეოლოგიური მონაცემები შეჯერებულია წერილობით წყაროებთან; მოკლედაა მიმოხილული იარაღის შემცველი არქეოლოგიური ძეგლები.