წიგნში განხილულია მარკეტინგის არსი, ფუნქციები და როლი საბაზრო სისტემაში, მისი განვითარების ძირითადი ეტაპები. თანამედროვე უცხოური გამოცდილებისა და საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თავისებურებათა გათვალისწინებით, დახასიათებულია მარკეტინგის კომპლექსისა და მართვის სისტემის ძირითადი ელემენტები, მათი კვლევის მეთოდურ-ინფორმაციული საფუძვლები, აღწერილია კონკრეტული საბაზრო სიტუაციის შესაბამისი ტიპური მარკეტინგული ღონისძიებები და გადაწყვეტილებები.