კონტაქტების კვლევა ფრიად მნიშვნელოვანია. კონკრეტულად ნაშრომში განხილულია რომაელების საქართველოს ტერიტორიაზე პირველი გამოჩენის პერიპეტიები და ადგილობრივი მოსახლეობა, იმპერიის ეპოქაში პონტო-კავკასიის სასაზღვრო სისტემის ხასიათი, ჩამოყალიბების ეტაპები; კოლხეთის ზღვისპირეთში რომაული სამხედრო შენაერთების დისლოკაციის დრო, ხასიათი, შეიარაღება და სხვა.