,,ავტორი აცნობიერებს, რომ რთულ საქმეს მოჰკიდა ხელი, თუმცა, დიდი ომიანობის ეპოქაში, როცა საბრძოლო მასალასთან ერთად იდეოლოგიაც მნიშვნელოვანია, ამ თემის განხილვა აუცილებელია. ომის შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, მტრის ხელში გადავა. ჩნდება კითხვა: გადარჩენილი ჯარი და მოსახლეობა ახალ მმართველს დაემორჩილოს და სხვა ქვეყნების დახმარებას დაელოდოს თუ გააგრძელოს ბრძოლა ახალი მეთოდებით? თუ გავითვალისწინებთ ხალხის თავისუფლების სიყვარულსა და პოტენციური მტრის სისასტიკეს, მივხვდებით, რომ საოკუპაციო ძალებსა და დაპყრობილ ხალხს შორის შეტაკება გარდაუვალია. ამიტომ, ვფიქრობ, არც თუ ისე უსარგებლოა პარტიზანული ბრძოლების ტაქტიკისა და მეთოდების აღწერა" – მაიორი ჰ. ფონ დახი.